მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს ინტერნეტზე წვდომა? კვლევის შედეგები

რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისების დაფარვის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა აჭარასა (97,8%) და თბილისში (95,8%).
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 91,5%-ს აქვს ინტერნეტზე წვდომა, რაც 2,6%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ კვლევაში „შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლები".
ქალაქებსა (1,4%-ით) და სოფლებში (4,1%-ით) გაიზარდა ინტერნეტზე წვდომის მქონე შინამეურნეობების წილი და შესაბამისად 94,5%-ს და 87,5%-ს მიაღწია.
ქვეყნის რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისების დაფარვის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა აჭარასა (97,8%) და თბილისში (95,8%).
კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 84,8%-მა, რაც 2,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გარდა ამისა, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 94,8 ყოველდღიურად ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა ინტერნეტით, 4,4% - კვირაში ერთხელ მაინც, 0,7% კი უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ სარგებლობდა ინტერნეტით.
15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის მიერ ინტერნეტით სარგებლობის ძირითადი მიზნები:
ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი - 94,7%
სოციალური ქსელების გამოყენება - 94,6%
ინტერნეტ-ბანკინგით სარგებლობა - 50,4%
ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება - 47,2%
ახალი ამბების, გაზეთების, ჟურნალების წაკითხვა - 46,6%
საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება - 43,1%
ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა - 37,9%
პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა - 15,5%
სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა - 11,8%.
ბოლო სამ თვეში 15 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა 99,5%-მა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად.
ბოლო სამ თვეში 6 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა მხოლოდ 49,8%-მა გამოიყენა სტაციონარული კომპიუტერები ინტერნეტში შესასვლელად.
კვლევის თანახმად, კომპიუტერი მოსახლეობის 57,6%-ს აქვს.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 90,8%-ს აქვს მობილური ტელეფონები, რაც 1%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.