ვოლოდინი: შოლცმა გერმანია ომში ჩაითრია

Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი − Sputnik. კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანია უკრაინის კონფლიქტში ჩაითრია, ვინაიდან ეს ქვეყანა კიევისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელი და სპონსორია, წერს დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი Telegram-არხზე.
რუს პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ შოლცისთვის გერმანიის განვითარება და მისი მოქალაქეების პრობლემების გადაჭრა სულაც არ არის პრიორიტეტი, რის გამოც გერმანიის ეკონომიკა კრიზისშია, საწარმოები კი აშშ-ში გადიან.
„შოლცმა თავისი ქვეყანა უკრაინის ომში ჩაითრია. დღეს გერმანია კიევის ნაცისტური რეჟიმისთვის იარაღის მტავარი მიმწოდებელი და მისი სპონსორია. ეს ყველაფერი ხდება არა მარტო ეკონომიკის სტაგნაციის, არამედ არაეფექტური საიმიგრაციო პოლიტიკის ფონზე“, − წერს ვოლოდინი.
დუმის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ტიურინგიასა და საქსონიაში ახლახან ჩატარებულ არჩევნებში შოლცის პარტიამ სწორედ ამიტომ განიცადა გამანადგურებელი კრახი − ძლივს გადალახა 5%-იანი ბარიერი და მე-5 და მე-4 ადგილებზე გავიდა (შესაბამისად).