28 წლის მამაკაცს თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს: პოლიციამ ძმები დააკავა

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის ჩადენაში დახმარების ბრალდებით ქარელში 56 და 65 წლის ძმები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 28 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობის მიზნით თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 25-108-ე მუხლებით მიმდინარეობს.