თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველო, რეგიონში პირველად, 27 სექტემბერს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღეს უმასპინძლებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
27 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღე (World Tourism Day) აღინიშნება. ღონისძიების თემა ყოველწლიურად იცვლება და მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას ეძღვნება.
2024 წელს დაგეგმილი ღონისძიების მთავარ თემატიკას „ტურიზმი და მშვიდობა“ წარმოადგენს.
მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს გასულ წელს მიანიჭეს. ინიციატივას ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 68-ე სხდომაზე ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ მიიღო. ქართული დელეგაციის ინიციატივას კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებებზე დასასწრებად, რაც მოიცავს კულტურულ ღონისძიებების, თემატურს სადისკუსიო პანელების გამართვას და ასევე, ქვეყნის სხვადასხვა ტურისტული ადგილის მონახულებას, საქართველოს ეწვევიან UNWTO-ს გენერალური მდივანი, ორგანიზაციის წევრი-ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.