თბილისი, 1-ელი სექტემბერი – Sputnik. ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 2 სექტემბრის 10:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, კომპანია ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში: დუტუ მეგრელის, მეტეხის, ჯორბენაძის, ისნის, ფერიცვალების, სოლომონ ბრძენის, ურბნისის, ჩეხოვის, სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბოშიკის, ზახაროვის, ლუსინიანის, იალბუზის, ბოჭორმის, კაჩინსკის ქუჩებს. მუკუზანის და მაჭარის შესახვევებს, ღვინის და მეტეხის აღმართებს. დოლაბაურის ქუჩის, ქეთევან წამებულის გამზირის და მოედნის ნაწილს.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.