თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა ბათუმში 7 აგვისტოს მოხდა. უწყების ცნობით, თურქეთის მოქალაქემ ამავე ქვეყნის სამ მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
სროლის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა და იქვე შემთხვევით მყოფმა საქართველოს სამმა მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული საზღვრის გადაკვეთისთვის დადგენილი წესების დარღვევით უკანონოდ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.
დაკავებულს საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორზე მეტი პირისა და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) და 344-ე (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) მუხლებით დაუსწრებლად წარედგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
წყარო - პროკურატურა