თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის ბაზრებზე მოვაჭრეებს აჩვენეს, თუ როგორ უნდა მისცენ ხმა არჩევნებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა სულ 31 შეხვედრა, სადაც 4 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. ისინი პირველად ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ელექტრონული კენჭისყრით, რაც პროცედურის გამარტივებას, დათვლის სიზუსტის უზრუნველყოფას და ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება. პარლამენტში შევლენ პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველს ახლებური ხმის მიცემისათვის ამზადებს
© Courtesy of CEC of Georgia
კერძოდ, ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატებით - ამომრჩევლების თითქმის 90% ისარგებლებს.
არჩევნებზე სულ 3030 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან 2262 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით გაიმართება, დანარჩენ უბნებზე - ტრადიციული მეთოდით.