თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე 5-6-7 სექტემბერს უმასპინძლებს საერთაშორისო ტურნირს (Batumi Open 2024) კონტაქტურ კარატეში, რომელშიც 14 ქვეყნიდან 300 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონები.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე 140 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
ამ ტურნირის მსვლელობისას საქართველოს კონტაქტურ კარატეს ეროვნული ფედერაცია 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ბათუმში მასპინძლობაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს.