გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მეხუთე მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა.
როგორც ტელეკომპანიას საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.