თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. 52 წლის თამილა შარუხია პირველი ქართველია, რომელმაც ბოსფორი გადაცურა, ნათქვამია თურქეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
25 აგვისტოს ქართველმა სპორტსმენმა ბოსფორის სრუტის გადაცურვის საკონტინენტთაშორისო მარათონში მიიღო მონაწილეობა - შარუხიამ 6,5 კმ 1 საათსა და 22 წუთში დაფარა.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 2,8 ათასმა ადამიანმა. საქართველოდან მამაკაცებს შორის ბოსფორი იური პეტროვმა (1 საათი, 5 წუთი და 30 წამი) და კახა მებონიამ (1 საათი, 16 წუთი და 29 წამი) გადაცურეს.
აღნიშნული ღონისძიება, რომელიც პირველად 1989 წელს გაიმართა და ყოველწლიურად ტარდება, თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით იმართება.