თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. თუშეთში, სოფელ დართლოსთან ავარიაში სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან „ჯიპის” ტიპის ავტომობილი გადავარდა, შედეგად ავტომობილში მყოფმა სამმა პირმა მრავლობითი მოტეხილობა მიიღო.
ისინი შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა მანქანიდან ამოიყვანეს და თელავში გადაიყვანეს. დაშავებულებს პირველადი დახმარება ჩაუტარდათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.