თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. თბილისში, ფონიჭალაში ორი ადამიანი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
მისამართზე, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სწორედ მრევლი დაუპირისპირდა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს „მრევლის“ ხელჩართული ჩხუბი სადარბაზოში, სადაც, სავარაუდოდ, ბერი ნარიმანი ცხოვრობს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნარიმანის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში „მრევლს“ შორის ჩხუბი ხდება.