ფონიჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია სამი პირი

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. თბილისში, ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულა სამი პირი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.