დააკავეს პირი, რომელიც ორი ადამიანის მკვლელობისთვის 20 წლის განმავლობაში იძებნებოდა

ბრალდებული ქვეყანაში შემოსვლას სხვა გვარის გამოყენებით ცდილობდა.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი, 61 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული 2004 წელს თბილისში ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის „დარიალის" ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სხვა გვარის გამოყენებით საქართველოს სახელწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.
უწყების ცნობით, დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
წყარო - შსს