ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა.
როგორც „რუსთავი 2" შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.