საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი სამაშველო კატარღები შეიძინა

თანამედროვე კატარღები შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გადანაწილდება
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საძიებო-სამაშველო ოპერაციების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, კიდევ 6 ახალი სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, თანამედროვე კატარღები შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გადანაწილდება და ეფექტურია როგორც ზღვაში, ასევე მდინარეში სამაშველო-საძიებო მოქმედებების დროს. კატარღები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის წყლის ფსკერის სკანირების საშუალებებით.
ბათუმში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს და ქალაქ ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს ახალი კატარღები დაათვალიერებინა და ტექნიკური შესაძლებლობები გააცნო.