თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. მეტრო ახმეტელთან სავაჭრო ცენტრი იწვის, იუწყება „ტვ პირველი“.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის" ზედა სართულზე გაჩნდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.