დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 აგვისტო

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2024 წლის 16 აგვისტოა, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
დღეს შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ნებისმიერ გადაუჭრელ საკითხში, ეხება ეს სამუშაოსა თუ პირად ცხოვრებას, სიცხადე შეიტანოთ. თუ შეძლებთ გრძნობების გაკონტროლებას, გაქვთ შანსი, რომ ჩაწვდეთ პრობლემის არსს და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. მაგრამ საფრთხე ისაა, რომ ვნებათაღელვა და ტემპერამენტი მომატებული იქნება, ამიტომ, ეცადეთ, გამოავლინოთ მხოლოდ პოზიტიური ენერგია, ხოლო ნეგატიური დამალოთ, არ მოაწყოთ „საქმის გარჩევა“ საყვარელ ადამიანთან – ეს შეიძლება ძალიან მძიმე შედეგით დამთავრდეს.
ვერძი: მზად ხართ, ყველაფერს ძირისძირობამდე ჩაუღრმავდეთ, თუნდაც სულ უბრალო და მცირე მნიშვნელობის საკითხი იყოს. გაურკვევლობა საქმეებში თუ სიტყვებში გაგაღიზიანებთ და იქამდე „იკირკიტებთ“ საკითხში, სანამ ყველაფერი ნათელი არ გახდება. ეს დაგეხმარებათ, რომ შეცდომებს აარიდოთ თავი. თუმცა, იმდენ კითხვას დასვამთ დაზუსტების მიზნით, რომ გარშემომყოფებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ დასცინით მათ.
ძველბერძნული მითოლოგიის რომელ ღმერთს შეესაბამება შენი ზოდიაქოს ნიშანი
კურო: დღეს უნდა გადაწყვიტოთ, რა არის ის, რისგანაც დიდი ხნის წინ უკვე უნდა გათავისუფლებულიყავით და ახლისთვის დაგეთმოთ ადგილი. შესაძლოა, უკან გექაჩებათ უკვე ყავლგასული რაღაც იდეები, განუხორციელებელი გეგმები, შეუსრულებელი ვალდებულებების ტვირთი. არ არის გამორიცხული, რომ დღეს რომელიმე ილუზიასთან ან ოცნებასთან დამშვიდობება მოგიწიოთ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ წინ ნამდვილი პერსპექტივები გახსნათ.
ტყუპი: დღეს არანაირ კომპრომისზე წასასვლელად არ ხართ მზად. თქვენი „დიახ“ ნიშნავს „დიახ“–ს და „არა“ – არას. მათ შორის სხვა არაფერი არსებობს. ასეთი უაპელაციო მცდელობა, რომ სამყარო შავ და თეთრ ფერებად დაყოთ, გარშემომყოფების მხრიდან აუცილებლად წინააღმდეგობას გამოიწვევს. დღეს ძალზე ემოციური და სიმართლისმოყვარული ბრძანდებით, ამიტომ ურთიერთობების გამორკვევის ნებისმიერი მცდელობა კამათით დამთავრდება. ეს რომ არ მოხდეს, უნდა გათავისუფლდეთ ილუზიისგან, რომ ვინმესთვის რამის დამტკიცებას შეძლებთ – ეს დღეს ნამდვილად არ გამოგივათ.
კირჩხიბი: ექსპერტების მთავარი რჩევა დღეს ასეთია – არ იჩქაროთ არანაირი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება. ჯობს, დრო ინფორმაციის შეგროვებას დაუთმოთ. შესაძლოა, რაღაც ვერ გაითვალისწინეთ ან სათანადო ცნობები არ მოგეპოვებათ. შეცდომა არ დაუშვათ, დღეს ფაზლის ყველა დეტალი უნდა ააწყოთ: დაელაპარაკოთ საკითხის მცოდნე ადამიანებს, იპოვოთ პასუხები კითხვებზე, მოიძიოთ და ჩაუსხდეთ წიგნებს, შეისწავლოთ ფაქტები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ „ბრძოლის ველზე“ გასვლა.
რომელია თქვენთვის ხელსაყრელი თვე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: დიდი ალბათობით, მოგიწევთ საკუთარი შეხედულების გადახედვა რომელიმე ადამიანზე, რამე მოვლენაზე ან პრობლემაზე. ეს, შესაძლოა, საკუთარი სურვილის მიუხედავად გააკეთოთ, უბრალოდ, სიტუაციის გამო რაღაც ფაქტები შეიძლება ჩაგივარდეთ ხელში, რომელთა გათვალისწინებაც მოგიწევთ. ამან რომ მთელი დღე კალაპოტიდან არ ამოგაგდოთ, ჯობს, მოულოდნელობისთვის მზად იყოთ და აუცილებლობის შემთხვევაში რაღაც საკითხში მოქნილობა გამოავლინოთ.
ქალწული: დღეს გარშემომყოფებთან ურთიერთობებში, სავარაუდოდ, ძალიან გაჯიუტდებით. იმის გათვალისწინებით, რომ ძალზე ემოციური ხართ და ყველაფერი ადვილად გწყინთ, არ არის გასაკვირი, რომ ცხარე კონფლიქტების წყარო გახდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, დღეს თქვენთვის შეინახოთ ძვირფასი, „ერთადერთი სწორი“ მოსაზრება და თუ მას ხმამაღლა გამოთქვამთ, მაშინ მზად იყავით, რომ კომპრომისზე წახვიდეთ და ბოდიშიც მოიხადოთ.
სასწორი: ყველაფერი წესრიგში და სისუფთავეში უნდა იყოს – სულშიც, ფიქრებშიცა და სამუშაოს მხრივაც. ყველაფერს ხედავთ და ამჩნევთ – სულ მცირე მტვრის ნაწილაკსაც კი და მთელი ძალით ცდილობთ დასუფთავებას. უმნიშვნელო არეულობას ან სიბინძურესაც კი გარშემომყოფების ნაკლოვანებების – მათი არაიდეალურად სუფთა საქციელისა და სიტყვების გამოვლენა შეუძლია. ნაკლებსავარაუდოა, რომ დღეს ვინმემ ან რამემ შეაკავოს თქვენი მისწრაფება, რომ პირდაპირ მიახალოთ სათქმელი სისუფთავის „დამრღვევს“.
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: დღეს უნარი გაქვთ, საქმის არსს ჩასწვდეთ და თითოეული საკითხი „ატომებისა და მოლეკულების“ დონეზე „დაშალოთ“. ამან, შესაძლოა, სრულიად ახალ, მათ შორის, მოულოდნელ დასკვნებამდე მიგიყვანოთ. ყველაზე უბრალო ყოველდღიურ საქმეებშიც კი, თუ მათ სხვა კუთხით შეხედავთ, ადრე უხილავ ნიუანსებს დაინახავთ. ასევე იქნება ადამიანებთან მიმართებითაც – ირგვლივ მყოფნი თქვენგან სულ უმნიშვნელო საიდუმლოსაც ვერ დამალავენ.
მშვილდოსანი: დღეს რაღაც ისეთ საქმეში იქნებით ჩართული, რომელიც ასე თუ ისე ფულთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს – ხელმძღვანელობასთან ხელფასზე საუბრიდან დაწყებული ბანალურ კამათამდე ზედმეტი ხარჯების გამო. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გაცხარდეთ ასეთი ლაპარაკის დროს და მოერიდოთ უსარგებლო დეტალებს. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ფაქტებზე გაამახვალითო ყურადღება. წყენასა და ურთიერთპრეტენზიებს სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია დღეს.
თხის რქა: თქვენს ხმაში მბრძანებლური ტონი გაიჟღერებს. გარშემომყოფებისთვის საკუთარ სიმართლის მტკიცებას დაიწყებთ და არაა გამორიცხული, რომ ზედმეტად გაცხარდეთ. თავდაჯერებული ბრძანდებით, ასი პროცენტით გჯერათ, რომ რასაც აკეთებთ, სწორად აკეთებთ. ირგვლივ მყოფებს კი ამაში ეჭვი ეპარებათ და დახმარების სურვილი არა აქვთ, რაც, შესაძლოა, საბოტაჟს დაემსგავსოს. დღე რომ უაზრო კამათში არ გავიდეს, უნდა მოთოკოთ თქვენი მღელვარება, შეაჩეროთ სხვებზე ზეწოლა. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება ამ ადამიანებთან შეთანხმება ჩხუბის გარეშე?
ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა"
მერწყული: კარგი დღეა იმისთვის, რომ ურთიერთობებში სიცხადე შეიტანოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობას ხედავთ. რაზეც ვერ ბედავთ დალაპარაკებას, კითხვები, რომლების დასმაც გერიდებათ – ეს ყველაფერი შეიძლება დღეს გააკეთოთ უშიშრად. თქვენი განწყობაა, რომ იყოთ პატიოსანი, გულწრფელი და გამგები თანამოსაუბრე. ეს დაგეხმარებათ, რომ ისაუბროთ პრეტენზიების გარეშე თუნდაც ყველაზე ფაქიზ თემებზე.
თევზები: დღეს, შესაძლოა, რაღაც საკითხში თავდაჯერებულობამ გიღალატოთ. რაშიც ასი პროცენტით იყავით დარწმუნებული, არაა გამორიცხული, რომ სულ სხვაგვარად დაინახოთ, მოულოდნელი მხრიდან შეხედოთ მას. ასევე შესაძლებელია, რომ რაღაც საკითხზე მოსაზრება შეიცვალოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს მზად უნდა იყოთ ცვლილებებისთვის, თუნდაც ეს ცვლილებები მხოლოდ თქვენს თავში „დატრიალდეს“.