ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საქართველოში: ბოლო მონაცემები

ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, 2024 წლიდან ონკოპაციენტებს მკურნალობა უფასოდ შეუძლიათ
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ონკოლოგიური დაავადება საქართველოში 2024 წლის 23 ივლისის მდგომარეობით 69.207 პაციენტს უფიქსირდება, მათ მკურნალობაზე სახელმწიფომ წლის დასაწყისიდან უკვე 18,2 მილიონი ლარი დახარჯა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში დეპუტატის მოთხოვნის საპასუხოდ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის მიხედვით, 2024 წლიდან ონკოლოგიურ პაციენტებს საქართველოში უფასო მკურნალობა ეკუთვნით - დაფინანსება მედიკამენტებს, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიასა და ონკოლოგიურ ქირურგიას ფარავს.
2024 წლის 1 იანვრიდან 23 ივლისის ჩათვლით პროგრამის მომსახურებით 26.024-მა ადამიანმა ისარგებლა.
გარდა ამისა, სახელმწიფომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამით საზღვარგარეთ მკურნალობისთვის 12 ადამიანი და კიბოს მკურნალობის პროგრამით 401 ადამიანი დააფინანსა.
2023 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა სიმსივნით დაავადებული ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება. პაციენტებს უფასო მკურნალობა შეუძლიათ თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში.
კიბოსთან ბრძოლის პროგრამა
2023 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა სიმსივნით დაავადებული ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება. პაციენტებს უფასო მკურნალობა შეუძლიათ თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში.
საქართველოში კიბოს მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და მთავრობის დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. სახელმწიფოს მიერ ონკოპაციენტებისთვის გამოყოფილი 25 ათასი ლარიანი ლიმიტის გარდა, აფთიაქებში რეცეპტების მიხედვით ცალკე გაიცემა საჭირო მედიკამენტები.
2023 წლიდან ყველა მოქალაქეს მთლიანად უფინანსდება ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის და ონკოლოგიური ქირურგიის სერვისები.
გარდა ამისა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო უშუალოდ მწარმოებლებისგან მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენის პროცესი. უწყებამ გააფორმა ხელშეკრულებები კომპანიებთან Roche და Novartis და მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.
სახელმწიფო დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. 2012 წელს ონკოლოგიური პროგრამისთვის 17 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2023 წელს ეს თანხა 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, უწყებ რეფერალური კომისიის ფარგლებში პაციენტების ინდივიდუალურ საჭიროებებს განიხილავს.
გარდა ამისა, საქართველოს აქვს კიბოს ადრეული გამოვლენის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს და სპეციალისტების კონსულტაციას, რაც ხელს შეუწყობს დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას.