გმირთა მოედანზე ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები წესდება

ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე ხვალიდან ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ 10 დღის განმავლობაში იქნება შეზღუდული.
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. გმირთა მოედნის ესტაკადაზე 14 აგვისტოდან გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.