თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. მაშველები აგრძელებენ სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე (4386 მ ზღვის დონიდან) გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ძებნის სამუშაოებს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
კვირას მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო ალპინისტთა ჯგუფს მაშველების დახმარება დასჭირდა, მაშველებმა სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადაიყვანეს. ევაკუირებული ალპინისტების თქმით, არჩილ ბადრიაშვილი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საძიებო ოპერაციაში დილიდან არის ჩართული. ადგილზე კვლავაც ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები.