თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 2024 წლის პირველ ნახევარში ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 122 კი დაშავდა, ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში სულ დაფიქსირდა 5.985 ხანძარი, დანგრეულია 253 შენობა. ცეცხლში დაიხოცა მსხვილი რქოსანი პირუტყვის 10 სული.
ხანძრების პიკი საქართველოში 2017 წელს იყო. მაშინ ქვეყანაში დაფიქსირდა 15.222 ხანძარი, დაიღუპა 79 ადამიანი და დაიწვა 543 შენობა. ყველაზე ნაკლები რაოდენობა მსხვერპლის 2021 წელს დაფიქსირდა - 45 ადამიანი.
რაც შეეხება მსხვილ რქოსან საქონელს, ხანძრის შედეგად ყველაზე მეტი სული (160) 2015 წელს დაიხოცა.