თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 39%, რუსეთში – 18%, სომხეთში – 11,9%, აზერბაიჯანში (1,9%) და ევროკავშირის ქვეყნებში – 15,9%.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა 2024 წლის მეორე კვარტალში საზღვარგარეთ 594,3 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 2023 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 15,6%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 1 057,2 ლარს ხარჯავდა - 11,7%-ით მეტს, ვიდრე 2023 წლის აპრილ-ივნისში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და სასმელზე, ასევე განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეები 2023 წელს საზღვარგარეთ 562,1 ათ ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზე 3,4%-ით მეტია.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (46,6%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შედგენს 360,2 ათასს, რაც 8,6%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 39%, რუსეთში – 18%, სომხეთში – 11,9%, აზერბაიჯანში (1,9%) და ევროკავშირის ქვეყნებში – 15,9%.
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ 2024 წლის მეორე კვარტალში საშუალოდ 6,3 ღამე შეადგინა, რაც 4,3%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს უცხოელები საქართველოს ეწვივნენ 7,1 მილიონჯერ, რაც 30,3%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო - 1,2 მილიონი, რაც მთლიანი ვიზიტორების 23,2%-ია.
2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალი 26,2%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ დონეს.