გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

პეტრიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელი სპორტსმენი ალექსანდრ ხოციანოვსკი ანგარიშით 11-0 დაამარცხა, მეოთხედფინალურ მატჩში კი პოლონელ რობერტ ბარანს ანგარიშით 9:2 სძლია.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გავიდა.
პეტრიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელი სპორტსმენი ალექსანდრ ხოციანოვსკი ანგარიშით 11-0 დაამარცხა.
მეოთხედფინალურ მატჩში ქართველმა მოჭიდავემ პოლონელ რობერტ ბარანს ანგარიშით 9:2 სძლია.
ფინალის საგზურისთვის გენო პეტრიაშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება.
პეტრიაშვილის ძირითადი კონკურენტები ირანელი ამირ ზარე და თურქი ტაჰა აკგული ერთმანეთს მეორე ნახევარფინალში შეხვდებიან.
ფინალური ბლოკი დღეს 20:15 საათიდან, ხოლო პეტრიაშვილის და მეშვილდიშვილის ბრძოლა დაახლოებით 20:45 საათზე დაიწყება.
გენო პეტრიაშვილი არის სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს, ევროპის, ევროპული და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი.