თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ორ კვარტალში ჰუმანიტარული სტატუსი და ლტოლვილის სტატუსი მისცა 18 უცხოელს, ხოლო გააძევა უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
უწყების ცნობით, საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა ხუთ უცხოელს – ირანის სამ მოქალაქეს, სირიის მოქალაქეს და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე ერთ პირს. რაც შეეხება ჰუმანიტარულ სტატუსს, ის 13-მა უცხოელმა მიიღო, მათ შორისაა უკრაინის ცხრა, ერაყის ერთი და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე ორი პირი.
ექვს თვეში სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა 488 უცხოელს, ყველაზე მეტი უარი ირანის და პაკისტანის მოქალაქეებზე მოდის. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში თავშესაფარი ითხოვა 755-მა უცხოელმა.
ვის აძევებს საქართველო
2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში საქართველომ უცხოეთის 15 სახელმწიფოს 139 მოქალაქის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გაძევებულთა ძირითადი წილი მოდის ირანისა და ერაყის მოქალაქეებზე.