თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძალოსანმა შოთა მიშველიძემ ტურნირზე მონაწილეობა უმედლოდ დაასრულა.
შოთა მიშველიძემ ატაცში 121 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში ჯერ 125 ასწია, შემდეგ – 135, ბოლოს 150-კილოგრამიან შტანგასთან მივიდა. თუმცა, ცდა გაუცუდდა და აკვრაში ყველაზე მაღალი 135 კილოგრამი დარჩა.
ამ შედეგით ქართველი ძალოსანი ორჭიდის ჯამში მეექვსე იყო – 256 კილოგრამი.
მიშველიძე 2018 და 2023 წლების ევროპის ორგზის ჩემპიონი, 2017, 2021 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორია.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო და ორი ვერცხლი, რომელიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს და ერთი ბრინჯაო, რომელიც მოკრივემ მოიპოვა.