მედია: კვარაცხელია „ნაპოლისთან" კონტრაქტს გაუმჯობესებულ;ი პირობებით მოაწერს

კვარაცხელიამ გუნდში დარჩენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ნაპოლიში" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე მივიდა.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ საფეხბურთო კლუბ „ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმად, მისი ხელფასი ბონუსებთან ერთად 7 მილიონ ევრომდე გაიზრდება, იუწყება გამოცემა Corriere dello Sport.
„ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიასთან და მის აგენტთან შეხვედრას გამართავს, რათა აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმონ.
„დე ლაურენტისი კვარაცხელიასთვის ხუთწლიან კონტრაქტს ამზადებს, სასტარტო ხელფასი იქნება სეზონში ხუთი მილიონი ევრო პლუს ბონუსები. ამის გათვალისწინებით, ფეხბურთელის ხელფასი 7 მილიონამდე გაიზრდება", - წერს Corriere dello Sport.
კვარაცხელიამ გუნდში დარჩენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ნაპოლიში" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე მივიდა.
ქართველი ფეხბურთელის შეძენით სერიოზულად იყო დაინტერესებული საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი. კონტესთან საუბრის შემდეგ კვარაცხელიამ იტალიაში დარჩენა გადაწყვიტა.
გასულ სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო ტურში „ფიორენტინასთან" მისი გოლი მაისის საუკეთესო გოლად აღიარეს, კვარახელია კი სეზონის განმავლობაში ორჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, რამაც მას საშუალება მისცა გამხდარიყო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან" გადავიდა. ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 80 მლნ ევროა.