დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 აგვისტო

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2024 წლის 5 აგვისტოა, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღეს ირგვლივ მყოფების სიმშვიდის ნდობა არ შეიძლება. სტიქიური ძალა ადამიანებს მოულოდნელი საქციელისკენ უბიძგებს. მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა, სხვადასხვა სახის სიურპრიზები. ინტუიციას მოუსმინეთ – ის სასიკეთო მინიშნებებს მოგცემთ.
ვერძი: თუნდაც თქვენს გეგმებში არ შედიოდეს საკუთარი უპირატესობების დამტკიცება, დღეს საკუთარი თავის მომგებიანად წარმოჩენის შესაძლებლობას თვითონ სიტუაცია მოგცემთ – გექნებათ შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ვინმეზე გაიმარჯვოთ და თან – არაერთხელ. ეს შეიძლება ეხებოდეს სამუშაოს, სწავლას, მეგობრობას, რომანტიკულ ურთიერთობებს – ნებისმიერ სფეროს.
ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა
კურო: დღის უდიდესი ნაწილი თქვენი საქმიანი აქტიურობა თითქმის ნულის ტოლი იქნება, სამაგიეროდ, დიდი სიამოვნებით გაატარებთ დროს ახლობლებთან, შესაძლოა, მეგობრული შეხვედრის ინიციატორიც იყოთ. აქტიური დასვენების პერსპექტივამ კი შეიძლება საშინელ განწყობაზე დაგაყენოთ. დღეს ყველაზე მეტად გსურთ დასვენება, სიმყუდროვე და კომფორტი.
ტყუპი: დასვენება რომც გინდოდეთ, ამის შესაძლებლობას ვითარება არ მოგცემთ. მოვლენები ისე განვითარდება, რომ თქვენი აქტიური ჩართვა გახდება საჭირო. მეტი რა გზაა, მოგიწევთ ამ რიტმზე აყოლა, მაგრამ სანანებელი არ გაგიხდებათ: გაჩნდება შესაძლებლობები, რომლებსაც გამოიყენებთ, თუ მოვლენების სრულუფლებიანი მონაწილე იქნებით.
კირჩხიბი: დღეს თქვენს ფინანსურ სფეროზე შეიძლება იმოქმედოს ბედის სიურპრიზებმა ან განწყობის ცვლამ – შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი მოგება, ან აღმოაჩინოთ ფულის გამომუშავების უჩვეულო ხერხი. ასევე არაა გამორიცხული, დიდი თანხის დახარჯვის სურვილი გაგიჩნდეთ. ასე რომ, დღეს მოულოდნელობებისთვის უნდა მოემზადოთ.
ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება
ლომი: დღეს გექნებათ შფოთვის შეგრძნება და ამის გამო ხანდახან გარშემომყოფებზე იყრით ჯავრს. ასევე ამან შეიძლება გიბიძგოთ სხვა მოულოდნელი ქცევებისკენ, მათ შორის, სასიყვარულო ასპარეზზე. მოკლედ, დღეს ერთ ადგილზე ვერ მოისვენებთ, როგორც არ უნდა უმტკიცებდეთ საკუთარ თავსა და ირგვლივ მყოფებს, რომ ყველაფერი პირიქითაა.
ქალწული: მიჰყევით დინებას, მიეცით ნება ცხოვრებას, არჩევანი თქვენ მაგივრად გააკეთოს. ზოგიერთმა მოვლენამ შეიძლება გაგაკვირვოთ, იმდენად არ ჩაჯდება ის თქვენს ყოველდღიურ ყოფაში. კარგი იქნება დამკვირვებლის როლში ყოფნა – ბევრ რამეს სხვა კუთხით შეხედავთ და დაინახავთ ბედისწერის მინიშნებებს იქ, სადაც ადრე ამას მშვიდად ჩაუვლიდით გვერდს.
სასწორი: დღეს ბედი სიურპრიზებს გთავაზობთ, თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები შეიძლება გაიხსნას. შესაძლოა, გადაწყვეტილებების უსწრაფესი მიღება გახდეს საჭირო, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. არ მოწყდეთ რეალობას, მოვლენებს თვალყური ადევნეთ. აჯობებს, თავად გადაწყვიტოთ, გამოიყენოთ თუ არა მოცემული შანსი, ვიდრე შემდეგ თავს უსაყვედუროთ, რომ ეს შესაძლებლობა ვერც კი შეამჩინეთ.
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები
მორიელი: დღეს ძალზე ორგანიზებული ხართ. ირგვლივ მყოფების მხრიდან ხშირად იქნება მცდელობა, რომ საქმეს მოსწყდეთ. მაგრამ მათი მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის – ხართ მტკიცედ განწყობილი, რომ ნებისმიერი საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. და თუ შეძლებენ ისინი თქვენი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას, ფრთხილად უნდა იყვნენ – თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა, შესაძლოა, ძვირი დაუჯდეთ.
მშვილდოსანი: დღეს შესაძლოა, ვინმეზე მოსაზრება შეიცვალოთ. ეს ადამიანი თქვენ თვითონაც შეიძლება აღმოჩნდეთ. ირგვლივ მყოფებიდან ვინმემ შეიძლება უჩვეულო საქციელით გაგაკვირვოთ: უძუნწესი ხელგაშლილი გახდეს, ვისგანაც საერთოდ არ ელოდებით, ჭკვიანური აზრი გამოთქვას... გამონაკლისი არც თქვენ იქნებით – თქვენც შეიძლება გააკვირვოთ გარშემომყოფები ხასიათის ახალი შტრიხებით.
თხის რქა: ეს დღე მრავალ სიურპრიზს გიმზადებთ: მოვლენები განვითარდება სრულიად მოულოდნელად, არა ისე, როგორც ვარაუდობდით. ეს გაიძულებთ, რომ გადაწყვეტილებები „გზადაგზა“ მიიღოთ. მოულოდნელი ცნობა, საქმეები, ახალი ნაცნობობა – ნებისმიერ მოვლენას შეუძლია თქვენს ბედზე ზეგავლენის მოხდენა. ეს უნდა გახსოვდეთ, რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ.
ღვინოსავით: რაც უფრო ძველია, უფრო კარგია - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან
მერწყული: ინტუიცია დღეს სწრაფად ცვლად გარემოში ორიენტირებაში დაგეხმარებათ. საინტერესო დღე გელოდებათ. ბედი არაპროგნოზირებად საჩუქრებს გიმზადებთ. დღე რომ მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოთ, ამაში პოზიტიური განწყობა, ცნობისმოყვარეობა და მცირეოდენი ავანტიურული ნაპერწკალი დაგეხმარებათ, და ეს რომანტიკულ სფეროსაც ეხება – არაა გამორიცხული, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს გულს ააძგერებს.
თევზები: დღეს იუმორის გრძნობა დაგაღალატებთ, განსაკუთრებით, თუ ეს თქვენ გეხებათ. მთელი დღის განმავლობაში შეიძლება დაგიგროვდეთ გაღიზიანება, რომელსაც დიდი სიამოვნებით გადმოანთხევთ ნებისმიერზე, რომელიც გახუმრებას და რამეზე შეწინააღმდეგებას გაბედავს. პროვოცირება რომ არ მოხდეს, სჯობს, მთელი თავით გადაეშვათ საქმიანობაში – აქ სერიოზულობა მხოლოდ წაგადგებათ.