გვახსოვს: შოვის ტრაგედიის შემდეგ ერთი წელი გავიდა

სტიქიას 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ბავშვებიც იყვნენ
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ზუსტად ერთი წელი გავიდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვში მომაკვდინებელი მეწყერი ჩამოწვა, რომელსაც 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება! როცა ტრაგედიაზე სწავლობს, ზომებს იღებს, რომ ასეთი არ განმეორდეს, როცა მსხვერპლს არ ივიწყებს, და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს, ამას ჰქვია სახელმწიფო!'' - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ხალხის ევაკუაცია შოვში
შუადღისას შოვში ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც კურორტი პრაქტიკულად გაანადგურა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. კომპანია Geotesti-ს შვეიცარიელმა ექსპერტებმა მეწყერის მთავარ მიზეზად კლიმატური ცვლილება დაასახელეს.
კურორტ შოვის დამანგრეველი მეწყერის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის დამთხვევა გახდა, ეწერა გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
დაკარგულების ძებნა შოვში
მეწყერს წინ უძღოდა წვიმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მყინვარების ინტენსიური დნობა, ქვათაცვენა, მეწყერ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა ბუბისწყლის ხეობაში.
დაკარგულების ძებნა შოვში
სააგენტოს ცნობით, ბუბას მყინვარის დასავლეთით მოხდა კლდის მასივის ჩამონგრევა, რომელიც ამოძრავდა და შეეჯახა მყინვარს, რამაც გამოიწვია ამ მყინვარის გარკვეული ნაწილის ნგრევა. ამ ყველაფერმა კი მყინვარქვეშა წყლების გადმოღვრა გამოიწვია, რის შემდეგაც მიღებულმა ნაკადმა ხეობის კალაპოტში დიდი სიჩქარით მოძრაობა დაიწყო.
მეწყერი შოვში
ამასთან, უშუალოდ ბუბისწყლის ხეობაში წყლის მასის ხანგრძლივი შეკავება არ ყოფილა, ამტკიცებს ზოგიერთი ექსპერტი.
სამხედროები შოვში
მსოფლიოში მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამი იყო დასკვნაში.
სამძებრო ოპერაცია შოვში
წინასწარი გათვლებით, ღვარცოფულ ნაკადს შოვში კოტეჯების ტერიტორიას, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, 8-10 წუთში უნდა მიეღწია.
სამოქალაქო პანაშვიდი შოვის ტრაგედიის გარდაცვლილთა სულებისთვის
შოვის კურორტი ონის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.