თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airlines Group-მა ავიაპარკი მესამე სატვირთო ავიალაინერით Boeing 767-300-ით შეავსო, რომელიც ლიზინგის წესით გადაეცა, ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ Georgian Airlines Group-ის ავიაპარკის ავიახომალდების უმეტესი ნაწილი აშშ-ის სალიზინგო კომპანიებისგან არის გადაცემული.
„Georgian Airlines Group ფლოტის გაფართოებას აგრძელებს. კომპანიის ავიაპარკს კიდევ ერთი სატვირთო Boeing 767-300 დაემატა და სატვირთო ავიარეისებს ამ ტიპის 3, ჯამში კი სულ 6 ავიახომალდი შეასრულებს", - ნათქვამია განცხადებაში.
სატვირთო Boeing 767-300 (Freighter) – არის ამერიკული ფირმა Boeing-ის მიერ შემუშავებული საშუალომაგისტრალური სატრანსპორტო თვითმფრინავი. 1993 წელს, Boeing 767-300 სამგზავრო თვითმფრინავის საფუძველზე, დაიწყო Boeing 767-300 Freighter-ის სატვირთო ვერსიის შემუშავება, რომელიც აღჭურვილია გვერდითა სატვირთო კარით, სპეციალური ჩატვირთვა-გადმოტვირთვის აღჭურვილობით და სატვირთო კაბინაში ფანჯრების გარეშე.
თვითმფრინავი განკუთვნილია 54,4 ათასი კგ ტვირთის გადასაზიდად.