თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. გაზსადენზე სარეაბილიტაციოსამუშაოების გამო სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილსგაზმომარაგება დროებით, 31 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
კერძოდ, სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში არსებული საშ/წნევის გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება შეწყდება 31 ივლისის 14:00 საათიდან 1-ელი აგვისტოს 10:00 საათამდე პერიოდში. გაზმომარაგების აღდგენა 1-ელი აგვისტოს10:00 საათიდან დაიწყება და 21:00 საათისთვის დასრულდება.
ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება როგორც სამგორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე სავაჭრო და კვების ობიექტებს.
„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში დატოვონ.