ქობულეთში ტურისტი გველის ნაკბენით გარდაიცვალა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გველი ტურისტს ეკუთვნოდა, რომელსაც ზრდიდა.
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში ორი დღის წინ მოხდა.
როგორც ჩაისუბანში მერის წარმომადგენელმა ჯუმბერ ყურშუბაძემ განაცხადა, მამაკაცი ოჯახთან ერთად ტყეში იყო, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. იგი სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე დაიღუპა.
მერის წარმომადგენლის თქმით, ტურისტს გველი ხელში ჰყავდა აყვანილი, ეკეთა ხელთათმანიც, მაგრამ სავარაუდოდ, ვერ იგრძნო, რომ ქვეწარმავალმა უკბინა.
„აქამდე არ ყოფილა აქ მსგავსი შემთხვევა. გადამფრენ ფრინველებს აკვირდებიან ამ ადგილზე, მაგრამ გველი რომ ვინმეს ხელში აეყვანოს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა",- განაცხადა ყურშუბაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გველი ტურისტს ეკუთვნოდა, რომელსაც ზრდიდა.