თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. გურიის რეგიონში, კურორტ გომისმთაზე უბედური შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა, იუწყება „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, 10-წლამდე ბავშვი თამაშის დროს წაიქცა და დაშავდა. იგი შემთხვევის ადგილიდან კერძო მანქანით ოზურგეთში ჩაიყვანეს, მაგრამ დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.