თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ავტოსაგზაო შემთხვევა ორშაბათს, 29 ივლისს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა. მომხდარის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო და „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟები.
ამ დროისთვის დაშავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულს სხეულზე მრავლობითი ტრავმა აღენიშნება. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ემუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.