ზახაროვა: კურილის კუნძულების პრობლემა გამოგონილია

Sputnik
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. იაპონიისთვის კუნძულების პრობლემა მისი დასავლელი კურატორების — შეერთებული შტატების მიერაა გამოგონილი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.

„ეს არ ეხება იაპონიის რეალურ პრობლემებს. ეს არის გამოგონილი პრობლემა, რომლითაც იაპონიას უსასრულოდ აღვიძებენ მისი დასავლელი კურატორები, შტატები“, - თქვა რუსმა დიპლომატმა.

იმის დასტურად, რომ რიგით იაპონელებს კუნძულების პრობლემა არ აინტერესებთ, ზახაროვამ ერთი მაგალითი მოიყვანა. მისი თქმით, როდესაც რუსული დელეგაციები იაპონიაში ჩადიან, მათ საცხოვრებელ ადგილზე დინამიკებიანი ავტობუსები მიჰყავთ, საიდანაც ისმის ხმამაღალი მოწოდებები კუნძულების იაპონიისთვის დაბრუნების შესახებ. მაგრამ, ზახაროვას თქმით, ერთ-ერთ ასეთ ავტობუსში „აფრიკული ქვეყნის წარმომადგენელი" იჯდა, რომელმაც თქვა, რომ მას ამისათვის ფული გადაუხადეს.
მსოფლიო დღეს
Kyodo: აშშ კურილის კუნძულების ყოფილ მოსახლეობას უკან დაბრუნებაში დაეხმარება
როგორც სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, იაპონიასთან ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, ჰუმანიტარული პროგრამები, საგზაო რუკები და სხვა მრავალი „დეტალურად იყო დამუშავებული და უკვე მაგიდაზე იდო, მაგრამ მერე ისევ გამოჩნდა დასავლელი ბაბა იაგა“, რომელიც ყოველთვის წინააღდეგია ამ ყველაფრისა.

კურილის კუნძულების პრობლემა

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.