მსოფლიო დღეს

კულება: უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

Sputnik
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. კიევი მზადაა, მოლაპარაკებები აწარმოოს მოსკოვთან, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჩინელ კოლეგა ვან ისთან საუბრისას. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს.
„უკრაინულ მხარეს სურს და მზად არის დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის რუსულ მხარესთან. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები რაციონალური უნდა იყოს და პრაქტიკული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს; უნდა იყოს მიმართული სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის მიღწევაზე“, — ციტირებს კულებას სიტყვებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მაო ნინი.
ამასთან კულებამ აღნიშნა, რომ კიევი მაღალ შეფასებას აძლევს ჩინეთის კონსტრუქციულ და აქტიურ როლს მშვიდობისთვის ხელშეწყობასა და საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებაში.
მისი თქმით, უკრაინა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პეკინის მოსაზრებებს და „ყურადღებით შეისწავლა ჩინეთისა და ბრაზილიის ექვსპუნქტიანი კონსენსუსი“.
დმიტრო კულება ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 23 ივლისს ეწვია და იქ 26 ივლისამდე დაჰყოფს.