რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ავიაცია უკრაინულ ფრონტზე დომინირებს და კიევის რეჟიმისათვის თუნდაც გამანადგურებლების F-16-ს ორი-სამი ათეულის გადაცემა ძალთა ფარდობას არ შეცვლის. გაოგნებას იწვევს რიგი ევროპული სახელმწიფოების ლიდერების მისწრაფება „კოჭი გაუგოროს“ დეგრადირებად ამერიკელ „ჰეგემონს“ - თუნდაც საკუთარი სახელმწიფოებისა და ხალხის უსაფრთხოების და ეკონომიკური კეთილდღეობის ხარჯზე.
დასავლური და ახლო აღმოსავლეთური მედია საშუალებები იუწყებიან, რომ ძალიან მალე უკრაინას 30 გამანადგურებელი F-16 Block 30 მიეწოდება საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობიდან. თვითმფრინავებს ფორმალურად ჩამოწერენ, შემდეგ კი გააგზავნიან უკრაინაში, აშშ-ს გავლით, სადაც 40-წლიანი მანქანები მოდერნიზაციას გაივლიან. ნაცვლად კი, ამერიკულმა კონგრესმა ნება დართო 40 თანამედროვე გამანადგურებლის F-35A-ს ექსპორტს საბერძნეთში.
დასავლეთში კარგად ესმით, რომ ანტიკვერული F-16 Fighting Falcon მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან თანამედროვე რუსულ გამანადგურებლებს Су-30СМ2 და Су-35С. მანამდე „რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებე დარტყმებისათვის“ საკუთარი F-16 -ის კიევისათვის ჩუქება ბელგიამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ნორვეგიამ გადაწყვიტეს. და მაინც, (კონსტიტუციით) მართლმადიდებლურმა საბერძნეთმა მოსკოვი არასასიამოვნოდ გააოცა...
2015 წელს რუსეთმა საბერძნეთი, უბრალოდ, გადაარჩინა - ათენმა მოსკოვისგან 5 მილიარდი ევრო მიიღო. ფორმალურად, ეს თანხა განკუთვნილი იყო მაშინ არ არსებული გაზსადენის „თურქული ნაკადის“ ბერძნული განშტოების მშენებლობისათვის. ფაქტობრივად კი - დაუნდობელი ევროკრედიტორების წინაშე ვალების დასაფარად...
არაოფიციალურად, საბერძნეთმა კიევის რეჟიმს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, როდესაც, მაგალითად, მიაწოდა 30 მილიონი დოლარის ღურებულების საარტილერიო იარაღი... მოსკოვს დიდხანს ემახსოვრება F-16 -ს „ბერძნული ცეცხლი“ და ეს კარგს არაფერს მოუტანს ათენს - კერძოდ, ცომბირის გაზზე შეღავათიანი ფასები, შეიძლება, წარსულს ჩაბარდეს...
გამოცემა Politico წერს: „ალიანსის უპასუხისმგებლო პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში გრძელდება და ყალბ მოლოდინებს აჩენს. ეს კი მშვიდობას ხდის ნაკლებად რეალურს, ხოლო ომს - უფრო საშიშს“...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე