თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადმ იუწყება „მთავარი არხი“.
მედიის ცნობით, გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.