ევროკავშირთან ურთიერთობებში უნგრეთის მხარდაჭერა გექნებათ - რა განიხილეს მინისტრებმა

შეხვედრაზე უნგრეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმებას.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში და მზრდი ურთიერთობები უნგრეთსა და საქართველოს შორის განიხილეს შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ილია დარჩიაშვილმა და პეტერ სიიარტომ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში უნგრეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დათბა. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ მათ არაერთხელ უწოდა „მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული“. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან გაუარესდა და მთელი ევროკავშირის ხელმძღვანელობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების გამო, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოხატა პატივისცემა საქართველოს მთავრობის სურვილისადმი, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ასევე აღნიშნა, რომ ევროპას არ ესმის, რამდენად რთულია ეს.
„ბოლო წლებმა შექმნა ნამდვილი იმპულსი ჩვენს ურთიერთობებში, რადგან ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა ჩვენი კავშირების გაფართოების კუთხით, სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს ჩამოყალიბებით. ახლა ჩვენი კავშირები უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს მისი უკვე მესამე ვიზიტია უნგრეთში ერთ წელზე ნაკლებ დროში.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს პარტნიორობის გაფართოების საკითხები სხვადასხვა სფეროში - პოლიტიკური დიალოგი, მტკიცე პარტნიორობა, სავაჭრო და ეკონომიკური სავაჭრო კავშირები.
შეხვედრაზე უნგრეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმებას.
შეხვედრაზე უნგრეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმებას.
„ეჭვგარეშეა, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს უფრო დიდ შესაძლებლობებს ჩვენს სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობაში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და მკვეთრად გააკრიტიკა ბრიუსელი.
„ევროკავშირი აბსოლუტურად ბედნიერი უნდა იყოს იმით, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ბრიუსელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მაგრამ რა ხდება? რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ ევროპის ლიბერალურ მეინსტრიმს, ომის მომხრე პოლიტიკოსებს და ბრიუსელის ბიუროკრატებს სურთ შეუძლებელი გახადონ საქართველოს წარმატებული ინტეგრაცია ევროპაში“, - აღნიშნა სიიარტომ.
მან ისაუბრა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებულ როლზე, რომელიც იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და აღნიშნა, რომ ახლა ბრიუსელი სჯის საქართველოს.
„საქართველოს ჰყავს პატრიოტი მთავრობა, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც საკუთარი ერის ინტერესებს იცავს. საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც სურს წინააღმდეგობის გაწევა, სურს, ასევე წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოურ გავლენას და ამას საკმაოდ კარგად აკეთებს. მათ ასევე მიიღეს კანონი, რომელიც იცავს ამას. მათ ჰყავთ მთავრობა, რომელიც იცავს ოჯახებს, ტრადიციული ოჯახის მოდელს და მათ მიიღეს კანონი ამის შესახებ. ამიტომ ბრიუსელმა დააწესა პოლიტიკური და ფინანსური სასჯელი“, - განაცხადა სიიარტომ.
პეტერ სიიარტო
ბრიუსელში არ უყვართ, როდესაც მათ ნამღერზე არ ცეკვავენ და როცა ვინმე წინააღმდეგობას უწევს ომსა და გენდერულ პროპაგანდას, აღნიშნა მან.
მან აღნიშნა, რომ უნგრეთმა დაიცვა თავისი ეროვნული ინტერესები და ამ მიმართულებით მზად არის საქართველოსაც დაეხმაროს.
„სუვერენიტეტი არის ის, რაც უნდა დავიცვათ. ასე რომ, თქვენ სწორ მიმართულებაზე ხართ. მომავალში უნგრეთის პრეზიდენტობა, უნგრეთი და უნგრეთის მთავრობა გაგიწევთ ყველანაირ მხარდაჭერას, რათა, საგარეო ზეწოლის მიუხედავად, შეინარჩუნოთ თქვენი სუვერენიტეტი და დააჩქაროთ ევროკავშირში ინტეგრაციისა და გაწევრიანების პროცესი“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
მან აღნიშნა, რომ სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირს სერიოზული იმპულსი მისცეს.
„ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი სწრაფი განვითარების ქვეყნებს შეუძლიათ, სერიოზული იმპულსი მისცენ ევროკავშირს. ევროკავშირს, რომლის კონკურენტუნარიანობაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირდა და სწორედ ამიტომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის ევროკავშირის ფუნდამენტური ეკონომიკურ ინტერესებში, ამას, შესაძლებელია, პოზიტიური გავლენა ჰქონდეს ევროკავშირის ეკონომიკაზე“, - განაცხადა სიიარტომ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალს ევროკავშირში ხედავს.
„ევროკავშირი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს. მე ჩემი კოლეგა კიდევ ერთხელ დავარწმუნე იმაში, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული გზა შეუქცევადია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო აგრძელებს მუშაობას საჭირო რეფორმებზე, მათ შორისაა ცხრა ნაბიჯის შესრულება და აგრეთვე ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია.
ილია დარჩიაშვილი
„საქართველო რჩება უსაფრთხოების კუთხით უაღრესად საიმედო მოკავშირედ ევროკავშირისთვის, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამ მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს როლს, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის ძლიერ დასაყრდენს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საერთაშორისო ვაჭრობის გამოუყენებელ პოტენციალზე, ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიულ მარშრუტებზე შავ ზღვაში.
„გვჯერა, რომ საქართველოს ინიციატივებს, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ასევე შავ ზღვაში საბორნე მიმწოდებლის სერვისების გაძლიერება, შეუძლია, ეფექტური გადაწყვეტილებები შესთავაზოს ენერგიის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების, სასურსათო უსაფრთხოებისა და საიმედო ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით დღევანდელ მძიმე გეოპოლიტიკურ გარემოში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობები
ბოლო ორი წლის განმავლობაში უნგრეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დათბა. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ მათ არაერთხელ უწოდა „მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული“.
განსაკუთრებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და მისი ხელისუფლების ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი. დღეს უნგრეთის ხელმძღვანელობა რჩება მმართველი პარტიის მთავარ ევროპელ მოკავშირედ.
2023 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს საქართველოს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა.
უნგრელი და ქართველი პოლიტიკოსები ბოლო დროს საუბრობენ ისტორიისა და კულტურის მსგავსებაზე, საერთო ღირებულებებზე. ორი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციები ასევე ემთხვევა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხს.
„დიდი მოჭადრაკე“: ორბანმა საქართველოს პრემიერი შეაქო>>
ორბანი ამ საკითხთან დაკავშირებით ორაზროვან პოზიციას იკავებს: ის სიტყვებზე მხარს უჭერს ევროკავშირისა და ნატოს ზოგად პოლიტიკას, მაგრამ არა მხოლოდ უარს ამბობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უნგრეთის გავლით, არამედ პერიოდულად ბლოკავს ევროკავშირის ინიციატივებს კიევისთვის დახმარების გაწევის საკითხზე.
საქართველოს ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინას დიპლომატიურ დონეზე, მაგრამ არ გაუწევს მას სამხედრო დახმარებას და არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ისინი უკრაინის ხელმძღვანელობას „მეორე ფრონტის“ გახსნისა და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებენ.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთაშორისი კომისია ფუნქციონირებს.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.