თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტიები პატიმართა ამნისტიის წარმოდგენილი პროექტით უკმაყოფილო არიან და მას პოლიტიკურ აქტად და პარტიულ დღის წესრიგად აფასებენ.
საქართველოს ხელისუფლებამ დააინიცირა ამნისტიის პროექტი, რომელიც შეეხება მათ, ვინც 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით. წინასწარი მონაცემებით, ის არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან მკვლელობის, ნარკოგასაღების, სექსუალური დანაშაულის, ძარცვის, ტერორიზმის, კორუფციული და სამსახურებრივი დანაშაულისთვის, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის, კონვენციებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის, ადამიანებით ვაჭრობისა და მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებებისთვის.
„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ ეს ამნისტია პატიმართა დიდ ნაწილს არ შეეხება.
„პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ამნისტიის ეს აქტი არ ეხება ძალიან ბევრ პატიმარს, მათ ოჯახის წევრებს. „ამნისტიის შესახებ“ კანონის „ქოცური" ვარიანტი, პრაქტიკულად პოლიტიკური დოკუმენტი იქნება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, მისი პარტია ემხრობა საყოველთაო ამნისტიას, რომელიც ყველა მსჯავრდებულს უნდა შეეხოს.
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია, რომელიც 2012 წელს იყო მმართველი პარტიის წევრი და საყოველთაო ამნისტიის ერთ-ერთი ავტორი, რომლის წყალობით პატიმრების რიცხვი საქართველოს ციხეებში განახევრდა, ამნისტიას პოლიტიკურ დღის წესრიგს უწოდებს.
„ეს ამნისტია ატარებს პოლიტიკური პარტიისთვის სასარგებლო შინაარსს. როცა ამნისტია გავაკეთეთ, ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით და შემდეგ გამოვაცადეთ, შინაარსიც სულს ხვა იყო, ეს იყო დაპირების შესრულება. ახლა, როცა არჩევნების წინ ამას აკეთებ და თან აკეთებ ვიწრო ჯგუფის მიმართ, ეს არის სუფთა პარტიული დღის წესრიგი, - ამბობს ეკა ბესელია.
ამნისტიას კიდევ უფრო მკვეთრი შეფასება მისცა დეპუტატმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ ანა ბუჩუკურმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ამნისტია მიმართულია პარტიული აქტივის გათავისუფლებაზე, რომელიც მათ შორის მომიტინგეებს უსწორდებოდა. პარტიაში „საქართველოსთვის“ ასეთ ადამიანებს ზონდერებს უწოდებენ.
„ადამიანები, ზონდერები, რომლებიც სისტემურად ძალადობდნენ ჩვენს მოქალაქეებზე, მათ შორის, პროტესტებში მონაწილე მოქალაქეებზე... წინასწარი გარიგებით ამ ადამიანებთან, ამნისტია შეახეს მათ შორის ამ ადამიანებს“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
მისი თქმით, ამიტომაც მიმდინარე წლის გაზაფხულის ყველა ინციდენტის გამოძიება, როდესაც „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ლიდერები ძალადობის მსხვერპლები გახდნენ, დაიწყეს „რაღაც სხვა აბსურდული მუხლებით, რომლებზეც გაავრცელეს შემდგომა ამნისტია“.
„უნდა იყოს ჰუმანური აქტი, უნდა განხორციელდეს ისე, რომ კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში არ გაუარესდეს და ამას სჭირდება ანალიზზე დაფუძნებული შესაბამისი ამნისტიის პროექტის შედგენა. არანაირი ანალიზი „ოცნებას“ არ წარმოუდგენია. ბუნებრივია, ეს ყველაფერი კეთდება წინასაარჩევნოდ, - ამბობს ბუჩუკური.
ამასთან პროექტით უკმაყოფილო თითქმის ყველა საპარლამენტო პარტია აიგნორებს საპარლამენტო სხდომებს და ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.
ერთადერთი, ვინც მზად არის იმუშაოს ამნისტიის პროექტზე და მის გაუმჯობესებაზე, არის პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
„მე არ ვაკრიტიკებ ამ კანონპროექტს იმის გამო თუ რატომ ეხება რომელიღაც მუხლს. მე ვაკრიტიკებ მხოლოდ იმის გამო თუ რატომ არ ეხება და რატომ არ ეხება უფრო მეტად, ვიდრე ეხება. ეს იქნება ჩვენი სტრატეგიის დაცვის მიმართულება იმ პატიმრების, რომლის ინტერესებსაც ახლა ჩვენ რეალურად წარმოვადგენთ. რა გამოგვივა ვნახოთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არსებული რედაქცია გაუმჯობესდება, - ამბობს იაგო ხვიჩია.
19 ივლისს პარლამენტი პირველი მოსმენით მასშტაბური ამნისტიის პროექტს განიხილავს. საბოლოო სახით ის მიმდინარე წლის შემოდგომაზე დამტკიცდება.