თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას" მთავარ ოფისში 15-19 ივლისის პერიოდში მეზობელი ქვეყნების ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეებისთვის პროექტ „SputnikPro ზუბოვსკისზე" მორიგი მოდული გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ისინი არა მხოლოდ თეორიულად დაეუფლნენ ახალ ცოდნას, არამედ ჰქონდათ მისი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.
პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, ყირგიზეთისა და უზბეკეთის 12 წარმომადგენელმა. მათი უმეტესობა, მათ შორის ჟურნალისტი, რუსული ენის შემსწავლელი ცენტრ „ანბანის“ თანამშრომელი ნინო ჯაფარიძე, ყაზახური ტელეარხის 24KZ-ის საქართველოს წარმომადგენლობის ოპერატორი შალვა სურამელაშვილი და ფოტოგრაფი მაია ხვედელიძე პროექტში უკვე მეორედ მონაწილეობენ.
წარმატების საიდუმლო
პროექტი „SputnikPro ზუბოვსკიზე“ პირველად 2023 წელს გაიმართა. უცხოელი სტუმრები მოსკოვში სასწავლებლად საერთაშორისო მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას" მთავარ ოფისში მიიწვიეს. გასულ წელს ტრენინგი მეზობელი ქვეყნებიდან 48 ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ გაიარა.
SputnikPro-ს პროექტი მოსკოვში
© photo: Sputnik / Stringer
ნინო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ შარშანდელმა კურსმა „SputnikPro ზუბოვსკიზე“ იგი შთააგონა და მოქმედების მოტივაცია მისცა.
„დავრწმუნდი, რომ როცა არ დაიზარებ და იმოქმედებ, ამ საქმეს აუცილებლად ექნება შედეგი. ამჯერად ჩამოვედი იმისთვის, რომ დავიმუხტო ენერგიით, რაც საკმარისი იქნება კიდევ ერთი წლის პროდუქტიული მუშაობისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ Sputnik-ის კორესპონდენტთან.
2024 წლის პროგრამა გულისხმობს უკვე მიღებული ცოდნის გაფართოებას და ასევე მის პრაქტიკაში გამოყენებას. მაისში, ივნისსა და ივლისში მასში 36-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
„გასული წელი ძალიან საინტერესო იყო, ამიტომ, როდესაც ელ.ფოსტით მივიღე მოწვევა, რომ კვლავ მიმეღო პროექტში მონაწილეობა, მაშინვე დავთანხმდი“, - განუცხადა მაია ხვედელიძემ Sputnik-ის კორესპონდენტს.
მოდულის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მედიაჯგუფის სპეციალისტების მიერ წამოყენებული ძირითადი თემები ეხებოდა Telegram-სა და სოციალურ ქსელებში მუშაობას, მედიაკონტენტის ვიზუალურ კომპონენტს, ინფოგრაფიკის შექმნის ინსტრუმენტებს, ნეიროქსელებსა და ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის ეთიკას.
არხ „Sputnik Ближнее зарубежье"-ს მთავარმა რედაქტორმა ალექსანდრ სამოხვალოვმა წაიკითხა ლექცია Telegram-ის არხების მართვის შესახებ. მან დამსწრეთ გაუზიარა თავისი გამოცდილება და რჩევები კონტენტის შექმნის შესახებ, რომელსაც შეუძლია მიიპყროს და შეინარჩუნოს აუდიტორიის ყურადღება მესენჯერში მედიას შორის მზარდი კონკურენციის პირობებში.
SputnikPro-ს პროექტი მოსკოვში
© photo: Sputnik / Stringer
ვიდეომონტაჟის სპეციალისტმა დმიტრი ბუდანცევმა მონაწილეებს უჩვენა თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ვიდეოდა დინამიური მასალის შექმნა, რომელსაც სოციალურ ქსელში ბევრი „ნახვა" ექნება. მან ჩაატარა დეტალური მასტერკლასები, სადაც მონაწილეებმა ისწავლეს ვიდეომასალებთან მუშაობა, მათი ხარისხის გაუმჯობესება და დასამახსოვრებელი სიუჟეტების შექმნა.
მედიის მომავალი
ნეიროქსელების სპეციალისტმა ალექსანდრ პეტროვმა წარადგინა თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობები. მან პროექტის მონაწილეებს ურჩია რიგი რესურსები, რომლითაც შესაძლებელია არა მხოლოდ ტექსტების დაწერა, არამედ ვიდეოკლიპების შექმნა და ვიდეოების ავტომატურად დუბლირება უცხო ენებზე. გარდა ამისა, ლექციის დროს მონაწილეებმა შექმნეს პირველი „telegram-ბოტი".
ამ ტექნოლოგიებს შეუძლია მნიშვნელოვნად გაამარტივოს სხვადასხვა პლატფორმისთვის კონტენტის ადაპტაციის პროცესი და დაზოგოს დრო, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი მასალების შესაქმნელად.
SputnikPro-ს პროექტი მოსკოვში
© photo: Sputnik
მონაწილეებს ასევე წარუდგინეს ვირტუალური წამყვანი ვიქტორიას პროექტი, რომელიც შექმნილია ნეიროქსელების გამოყენებით. ვირტუალური წამყვანები უკვე აქტიურად გამოიყენება მთელ რიგ გლობალურ მედიაში და ეს ტენდენცია სულ უფრო იზრდება.
„მომეწონა ლექციები საავტორო უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ. მაგალითად, ჩვენ გავერკვიეთ ნეიროქსელებში მულტიმედიური მასალების გენერაციაში. შარშანდელთან შედარებით წელს უფრო პრაქტიკული მეცადინეობები იყო“, - განაცხადა შალვა სურამელაშვილმა Sputnik-თან ინტერვიუში.
წამყვანმა ვიქტორია ფედოროვამ, რომელიც ვირტუალური ვიქტორიას პროტოტიპი გახდა, პროექტის მონაწილეებს პირდაპირ ეთერში მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი სხვადასხვა ტიპის სპიკერებთან, რა უნდა გააკეთონ უჩვეულო სიტუაციებში და როგორ დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია საუბრის დროს. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ჩაეწერათ მინი-ინტერვიუ ვიქტორიასთან, რაც ბევრისთვის სასარგებლო და პრაქტიკული გამოცდილება გახდა.
შთაბეჭდილებებით სავსე
მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ცნობილი ტელეწამყვან არმენ გასპარიანის ლექცია, რომელმაც მონაწილეებთან ერთად იმსჯელა ჟურნალისტიკის თანამედროვე გამოწვევებსა და ინდივიდის როლზე მედიაში. მან ხაზი გაუსვა ჟურნალისტების ადაპტაციის მნიშვნელობას სწრაფად ცვალებად მედიასივრცეში და ახალ გამოწვევებზე სწრაფი რეაგირების უნარს.
SputnikPro-ს პროექტი მოსკოვში
© photo: Sputnik
გარდა ამისა, არმენ გასპარიანის გამოსვლა, როგორც ყოველთვის, სავსე იყო მწვავე და აქტუალური თემებით. მან დამსწრეთ საკუთარი პოზიცია გაუზიარა აშშ-სა და სომხეთში ბოლო პერიოდში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.
პროექტმა ზოგიერთ მონაწილეს საშუალება მისცა ცხოვრებაში პირველად წვეოდა მოსკოვს, ისინი მოიხიბლნენ ქალაქის სილამაზითა და სისუფთავით, არქიტექტურული ძეგლებით, მოსკოველთა სტუმართმოყვარეობით, აქტიურობითა და სიცოცხლისადმი სიყვარულით.
პროგრამის დასკვნითი დღე სერტიფიკატების გადაცემით და სადღესასწაულო ფურშეტით დასრულდა.