თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარი-ივნისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 30%-ით შემცირდა და 1.0656,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით აღნიშნულ პერიოდში რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში - 2024 წლის იანვარი-ივნისი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
რუსეთი | 328,8 | -70,7 |
იტალია | 274,6 | 9,9 |
აშშ | 264,7 | 34,5 |
საბერძნეთი | 124,2 | 6,2 |
ისრაელი | 120,6 | 12,9 |
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 328,8 მილიონი დოლარი - ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19,9%-ია.
ივნისში რუსეთიდან გადმორიცხვები შემცირდა
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2024 წლის ივნისში 20,4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 281,1 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2024 წლის ივნისი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
რუსეთი | 48,8 | -62,3 |
აშშ | 47,8 | 22,3 |
იტალია | 45,8 | 5,6 |
გერმანია | 22,4 | 9,3 |
საბერძნეთი | 21,8 | 6,4 |
ივნისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 48,8 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,4%-ია.მიმდინარე წლის ივნისში რუსეთიდან 62,3%-ით ნაკლები ფული გადმოირიცხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.
2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან უცხოეთში 173,7 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,6%-ით მეტია.