ჰუმანური აქტი თუ წინასაარჩევნო სვლა - ვინ და რატომ გეგმავს პატიმრების გათავისუფლებას?

ამნისტია შეეხება მათ, ვინც 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ ინიცირებული „ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტი ხელისუფლების მხრიდან ჰუმანური აქტია, რომლის მიზანი პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირებაა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობის ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელთან მიახლოების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ მათი რაოდენობა უახლოეს მომავალში სერიოზულად შემცირდეს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს პენიტენიურ დაწესებულებებში 2014 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 1-ელი ივნისისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.241 ადამიანი შეადგინა.
„პრემიერმა ნათლად განაცხადა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მზიანია, რომ პატიმრების რაოდენობა პენიტენციურ დაწესებულებებში ეტაპობრივად შევამციროთ და დავიყვანოთ საერთო სტანდარტამდე. საბოლოოო მიზანია, რომ დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდეს პატიმრების რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამისათვის პირველი ნაბიჯია ამნისტია, რომელიც დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით და საერთო ჯამში, პატიმრების ერთ მესამედს შეეხება სხვადასხვა ფორმით.
„პატიმრების ერთ მესამედს შეეხება სხვადასხვა ფორმით, სასჯელის განახევრებით, მეოთხედით შემცირებით, მეექვსედით შემცირებით. ასევე, შეეხება პრობაციონერების დიდ რაოდენობას", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა განმარტა, კანონის პროექტი დაბალანსებულია.
„ერთი მხრივ, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანურობის გამოჩენა და პატიმრებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ შემდგომ გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და საზოგადოების ეს ჰუმანური მიდგომა და იყვნენ თავისუფლებაზე. მეორე მხრივ კი არის საზოგადოების ინტერესი, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და მართლწესრიგი", - აღნიშნა მან.
ამასთან, ოპოზიციის ნაწილი კრიტიკულად უყურებს მმართველი ძალის ჰუმანურ აქტს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ამნისტია მხოლოდ „ქართული ოცნების“ საარჩევნო მიზნებს ემსახურება.
„სინამდვილეში ეს არის ვიწროპარტიული მიზნებისთვის გადადგმული პოპულისტური ნაბიჯი", - განაცხადა პოლიტიკური პლატფორმის „ერთობა საქართველოს გადასარჩენად" წევრმა გია ჯაფარიძემ.
თუმცა, ამნისტიის იდეას ემხრობა ოპოზიციური პარტია „გირჩი", ისინი კანონპროექტის განხილვის პროცესში მონაწილეობას გეგმაენ.
„ეს ეხება ბევრ მსჯავრდებულს და რადგანაც იქ არის ბუნდოვანი და უსამართლო მუხლები, ვფიქრობ, რომ არსებობს სივრცე მოცემული ამნისტიის გაფართოებისთვის, თუნდაც „ქართული ოცნების“ ლოგიკიდან გამომდინარე. ჩვენ მაქსიმალურად აქტიურად ჩავერთვებით დისკუსიებში", - განაცხადა ხვიჩიამ.
არის მუხლები ამ კანონში, რომელიც მომწონს. არის მუხლები, რომელიც უფრო მომწონს, ვიდრე არა, მაგრამ გაუმჯობესებას საჭიროებს და არის მუხლები, რომელიც არ მომწონს. რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ ამნისტია არ ვრცელდებოდეს საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე? ეს ხომ არაფერ შუაში არაა სამართლიანობისა და თანასწორად მოპყრობის პრინციპთა
ამნისტია შეეხება მათ, ვინც 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით. წინასწარი მონაცემებით, ის არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან მკვლელობის, ნარკოგასაღების, სექსუალური დანაშაულის, ძარცვის, ტერორიზმის, კორუფციული და სამსახურებრივი დანაშაულისთვის, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის, კონვენციებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის, ადამიანებით ვაჭრობისა და მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებებისთვის.
მათთვის, ვინც დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი სახეები: პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება, სასჯელის განახევრება, შემცირება მეოთხედით ან მეექვსედით, აგრეთვე პირობითი სასჯელის ვადის შემცირება ერთი წლით.
ინიციატორების თქმით, ვადის ერთი მეექვსით შემცირება სსკ-ის 225 მუხლით იგეგმება.
ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ სრული გათავისუფლების წესით ამნისტია შეეხება პატიმართა 10-%-ს, მთლიანობაში კი ამნისტია შეეხება პატიმრობაში მყოფი პირთა ერთ მესამედს. დაახლოებით 7 ათას პრობაციონერს მოეხსნება პრობაცია, რადგან წელიწადზე ნაკლები აქვთ დარჩენილი.
2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.