თბილისი, 16 ივლისი − Sputnik. რუსეთმა ვერ გაიგო, რა იგულისხმა ზელენსკიმ, როდესაც „მეორე სამშვიდობო კონფერენციაზე“ ლაპარაკობდა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მანამდე ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა მონაწილეობა უნდა მიიღოს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მეორე სამშვიდობო კონფერენციაში. მისი თქმით, ახალი შეხვედრისთვის სამზადისის დასრულება ნოემბრისთვის იგეგმება.
„პირველი სამშვიდობო სამიტი სულაც არ იყო სამშვიდობო. ამიტომ, რა აქვს მხედველობაში [ზელენსკის], ჯერ ეს უნდა გავიგოთ“, − განაცხადა პესკოვმა.
შვეიცარიაში, ქალაქ ლუცერნთან, კურორტ ბიურგენშტოკში, 15–16 ივნისს უკრაინის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. მასში მონაწილეობა მანამდე 92 ქვეყანამ და 57 სახელმწიფოს მეთაურმა, ასევე რვა საერთაშორისო ასოციაციამ, მათ შორის ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ და გაერომ დაადასტურეს.
ბერნმა მოსკოვს უკრაინის საკითხზე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად არ დაუძახა. ღონისძიებაზე რუსული მხარის წარმომადგენლები არ იყვნენ.
საბოლოო კომუნიკეს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ყველა სამხედრო ტყვის გათავისუფლების, აზოვის ზღვაში თავისუფალი ნავიგაციისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კიევისთვის დაბრუნების მოწოდებას, ხელი 12 სახელმწიფოს წარმომადგენელმა არ მოაწერა; მათ შორის, არც თავად მასპინძელი შვეიცარიის წარმომადგენლებმა.