თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. ბათუმში ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მეექვსე სართულიდან ორ წლამდე ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
შემთხვევა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.