თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. 2024 წლის იანვარი-ივნისში საქართველომ 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, მათგან 2,1 მილიონი ტურისტი იყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,6%-ით გაიზარდა.
რაც შეეხერბა ტურისტულ ვიზიტებს, იგი 2023 წლის ორ კვარტალთან შედარებით 10%-ით გაიზარდა.
ლიდერები საქართველოში საქართველოში ვიზიტების კუთხით
2024 წლის იანვარი-ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთის მოქალაქეებმა განახორციელეს - თითქმის 624 ათასი, რაც 7,1%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ქვეყნების ხუთეული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით - 2024 წლის იანვარი-ივნისი
ქვეყანა  | ვიზიტების რაოდენობა, ათასი,  | ზრდა, %  | 
თურქეთი  | 623,9  | 7,1  | 
რუსეთი  | 527,5  | -8,7  | 
სომხეთი  | 387,7  | -2,4  | 
ისრაელი  | 126,2  | 18,5  | 
აზერბაიჯანი  | 99,5  | 16,0  | 
რა გზით შემოდიან ტურისტები საქართველოში
ტურისტების ძირითადი ნაწილი საქართველოში სახმელეთო საზღვრებით შემოვიდა - უცხოელთა საერთო რაოდენობის 61,3%. ჩამოსულების რაოდენობით, „სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი (საქართველო-თურქეთის საზღვარი) ლიდერობს, მეორე ადგილზეა საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებული „ყაზბეგის“ საკონტროლო-გამშვები  პუნქტი, მესამე ადგილზე კი საქართველო-სომხეთის საზღვარზე არსებული „სადახლოს" გამშვები-პუნქტი.
მეორე  ადგილზეა საჰაერო გზა - (უცხოელთა საერთო რაოდენობის 38%). აქ ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებით 705 ათასამდე მგზავრმა ისარგებლლა.