1,5 მლნ ლარის ოდენობით გადასახადის დამალვისთვის ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებული ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც მან განზრახ თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს - 1.524.223 ლარის ოდენობით.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მუხლით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.