თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 10 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ვახტანგ ნინუას, ვანის და ტრიკოტაჟის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მეურნეობის, თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმის, ბენაშვილის, ჩერქეზიშვილი როსტომაშვილის, გორკის, გოცირიძის, ბოჭორიძის, შიო არაგვისპირელის, ახალციხის, ვეძათხევის, ზურაბ ქვლივიძის, ჩიქობავას, იაროსლავის, ლენტეხის, ტერენტი გრანელის, ემილ ვერჰარნის, მამარდაშვილის და დოდო და კოტე ხიმშიაშვილების ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბიძინა კვერნაძის, ტყვარჩელის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, ანდრია აფაქიძის, ალმასიანის და პავლე ასლანიდის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.