თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მდგომარეობა არ შეესაბამება დადგენილ ეროვნულ თუ საერთაშორისო სტანდარტებს და შეუძლებელს ხდის პაციენტების ღირსების დაცვით მკურნალობას, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში იმყოფებოდა
© Ombudsman of Georgia
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მოინახულა და დაწესებულებაში მყოფ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო.
სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში იმყოფებოდა
© Ombudsman of Georgia
ომბუდსმენმა დაწესებულების სტაციონარული ფსიქიატრიული განყოფილებების, პალატების, სასადილოების და სველი წერტილების მდგომარეობა დაათვალიერა, ასევე შეხვდა და გაესაუბრა პაციენტებს, ადმინისტრაციას და ცენტრის თანამშრომლებს.
სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში იმყოფებოდა
© Ombudsman of Georgia
„ვიზიტის შედეგად განსაკუთრებულ პრობლემად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში არსებული თერაპიული, ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და შეუძლებელს ხდის პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში იმყოფებოდა
© Ombudsman of Georgia
ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, უკიდურესად გადატვირთული პალატები არ იძლევა პირადი სივრცის დაცვის შესაძლებლობას, პალატები გარემონტებას საჭიროებს, სველი წერტილები ამორტიზებული, გაუმართავი და არასაკმარისი (2-3 სველი წერტილი 60-მდე პირზე).
სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში იმყოფებოდა
© Ombudsman of Georgia
გარდა ამისა, პაციენტებს არ მიეწოდებათ მათთვის საჭირო ყველა ჰიგიენური საშუალება. სასადილო სივრცე მცირეა, რაც პაციენტებს ერთად კვების შესაძლებლობას არ აძლევს.
„დაწესებულებაში გამოყოფილია სივრცე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის, რომელიც უზრუნველყოფილია კომპიუტერული ტექნიკით და შესაბამისი რესურსებით სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობისთვის, თუმცა სივრცეც და რესურსებიც არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო აქტივობებში შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პაციენტის ჩართვას", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში იმყოფებოდა
© Ombudsman of Georgia
ამასთან, მწვავედ გამოიკვეთა პაციენტთა უსაფრთხოების პრობლემა. სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ ერთი პაციენტი ფანჯრიდან გადახტა. საბედნიეროდ, შემთხვევას ლეტალური შედეგი არ მოჰყოლია.
ასევე გამოვლინდა ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობა, რაც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს, აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში იმყოფებოდა
© Ombudsman of Georgia
სახალხო დამცველი მოუწოდებს პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში წლების განმავლობაში მოუგვარებელი სისტემური პრობლემების აღმოფხვრისა და ადამიანის უფლებების დაცვის სათანადო სტანდარტის უზრუნველყოფისთვის.