თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. „ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა შესთავაზა, რომელიც პრემიების გათვალისწინებით 7 მილიონ ევროს უახლოვდება, იუწყება Corriere dello Sport.
გასულ სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო ტურში „ფიორენტინასთან" მისი გოლი მაისის საუკეთესო გოლად აღიარეს, კვარახელია კი სეზონის განმავლობაში ორჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
„ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან" ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. ამჟამად იგი 1,8 მილიონს გამოიმუშავებს. დე ლაურენტისი მას სთავაზობს ხუთ მილიონს და ბონუსების გათვალისწინებით, ეს თანხა დაახლოებით 7 მილიონი იქნება“, - წერს გამოცემა.
ფეხბურთელის აგენტის მამუკა ჯუღელის თხოვნით, კონტრაქტში ფეხბურთელის გათავისუფლების შესახებ პუნქტის ჩამატების შესაძლებლობა განიხილება.
სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, რამაც მას საშუალება მისცა გამხდარიყო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.
იტალიურ პრესა აქტიურად საუბრობს ახალი სეზონიდან კვარაცხელიას ფრანგულ კლუბ „პსჟ"-ში გადასვლის თაობაზე. ქართველი ლეგიონერის გარდა ნეაპოლელები დიდი ალბათობით კლუბის ბომბარდირ ვიქტორ ოსიმენსაც დაემშვიდობებიან.
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან" გადავიდა. ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 80 მლნ ევროა.